დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში

მენეჯმენტი

მარიამ ჩიკოპაიძე

მარიამ ჩიკოპაიძე

პრეზიდენტი

მარიამს აქვს რამდენიმე წლიანი სამეწარმეო გამოცდილება, ამ ეტაპზე ის უძღვება ტიხრული მინანქრის სფეროში მოქმედ საწარმო "პიგმალიონს". მეწარმეობაში ჩართვამდე ჰქონდა საკმაოდ დიდი და წარმატებული ჟურნალისტური კარიერა. მარიამი თავისი მრავალწლიანი საერთაშორისო გამოცდიელებით უძღვება ასოციაციას. ის არის WBAF საერთაშორისო პარტნიორი.

ბორდი

ასმათ ბოლქვაძე

ასმათ ბოლქვაძე

აჭარის რეგიონალური წარმომადგენელი

ასმათ ბოლვქაძე, მაღალმთიანი აჭარის ხულოს მუნიციპალიტეტიდან. სერთიფიცირებული ახალგაზრდული მუშაკი და ტრენერი.

ანა ნადირაძე

ანა ნადირაძე

ელექტრონული კომერციის მრჩეველი

ანას აქვს რამდენიმე წლიანი გამოცდილება ელექტრონული კომერციის საიტების მართვისა და ბიზნესების გაციფრულების კუთხით. პარალელურად მას აქვს საკუთარი სტარტაპი Horsetours.ge, რომლის მეშვეობითაც აციფრულებს საცხენოსნო ტურიზმს და ხდის სფეროს ყველასთვის ხელმისაწდომს. ანა უკვე 500-ზე მეტ კომპანიას დაეხმარა გაციფრულების პროცესში და Google-ის საძიებო ველში უკეთესი შედეგების მიღწევაში. 

სოფია გურეშიძე

სოფია გურეშიძე

კრეატიული დირექტორი

 

ლილიანა მაისურაძე

ლილიანა მაისურაძე

ვიცე პრეზიდენტი

პროფესიით მხატვარ-დიზაინერი. სოციალურ საწარმო „ედენას“ დამფუძნებელი. 2019 წლიდან ის ფლობს საკუთარ სამუშაო სივრცეს და ეთნო-ტურისტულ მაღაზიას იმავე ლოკაციაზე „ეთნო-ონი“. 2022 წელს საწარმოს პროდუქცია გავიდა ამერიკაშიც ქართული სუვენირების მაღაზიაში „ქართულია“. დაარსებიდან დღემდე საწარმო 6 საგრანტო კონკურისის გამარჯვებული და არაერთი პროგრამის ბენეფიციარია. 2022 წელს გენდერული ნიშნით ქალების მხარდაჭერისთვის ის გახდა თიბისის ბიზნესდაჯილდოების ერთ-ერთი გამარჯვებული.

რეგიონალური ლიდერი