დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
ვიზიტი მაღალმთიან აჭარაში
ვიზიტი მაღალმთიან აჭარაში

ვიზიტი მაღალმთიან აჭარაში

AWE - Association of Women Entrepreneurs ვიცე-პრეზიდენტი თამარ აბულაძე და აჭარის რეგიონალური მმართველი ასმათ ბოლქვაძე, მაღალმთიან აჭარაში Glamping Tago -ს ესტუმრნენ და შეხვდნენ მის დამფუძნებელს, ჯონას შაიკს.

👩‍💼 ვიზიტის თემა იყო: ტურიზმის განვითარება და ადგილობრივი მოსახლეობის დასაქმება საქართველოს მაღალმთიან რეგიონებში. მიღებული ინფორმაცია და განხილლული საკითხები, დაეხმარება ჩვენს ტურისტულ პროექტებსა და ასოციაციის იმ წევრებს, ვინც ამ სექტორშია ჩართული.

❓ 🏕 გლემპინგი გახლავთ ცივილიზაციიდან შორს, ბუნებაში, ბანაკის ან სასტუმროს ტიპის ადგილი, სადაც ერთმანეთს ჰარმონიულად ერწყმის ბუნება და კომფორტი, რაც თავისთავად სულიერი, ფიზიკური და გონებრივი ბალანსის მოსაპოვებლად შესანიშნავ გარემოს ქმნის.

ჯონას შაიკი ბელგიიდანაა და ძალიან დიდ საქმეს აკეთებს მაღალმთიანი აჭარის სოფელ თაგოსთვის. 🇬🇪 🤝 🇬🇪

👆 Glamping Tago გლემპინგის ბიზნესის ძალიან თვალსაჩინო და სწორი მაგალითია რადგან:

🔹 დასაქმებული ჰყავთ სოფლის მოსახლეობის დიდი ნაწილი;

🔹 მაღალი ანაზღაურება;

🔹 სამუშაო საათები განსაზღვრულია შრომითი კანონმდებლობის დაცვით და ზეგანაკვეთური დრო ნაზღაურდება;

🔹 ადგილობრივებისგან იძენენ რძის პროდუქტს, მათ მიერ მოყვანილ ხილ-ბოსტნეულს და სხვა ნააწარმს.

🔹 ატარებენ ფესტივალებს და ღონისძიებებს:

🔹 მსოფლიოს აცნობენ საქართველოს და მის ულამაზეს ბუნებას; თაგო კი აქციეს მიმზიდველ და საინტერესო ტურისტულ დესტინაციად.

🔹 ფიქრობენ არამხოლოდ საკუთარ კეთილდღეობაზე, არამედ ადგილობრივ მოსახლეობასაც აძლევენ შემოსავლის წყაროს, რადგან სტუმრებს სთავაზობენ არამხოლოდ მათ გლეპინგზე, არამედ სოფლის სახლებში დარჩენასაც.

🔹 ტურისტებს შეუძლიათ დააგემოვნონ თაგოს მცხოვრებთა მიერ მომზადებული, ტრადიციული კერძები, რომელთა ნაწილი გლეპინგის რესტორნის მენიუშიც კი შევიდა. ეს არის ადგილი სადაც:

🔸 ყოველგვარი კომფორტია მაღალ მთაში - კარავი ძალიან ჰგავს ძვირადღირებული სასტუმროს ნომერს.

🔸 აქ დაგხვდებათ მხოლოდ ჯანსაღი და დაბალანსებული კვება

🔸 თაგოში ყველა პირობაა სულიერი სიმშვიდისა და ბალანსის მოსაპოვებლად.