4-5 აპრილს, მეწარმე ქალთა ასოციაცია ოფიციალური ვიზიტით იმყოფებოდა სომხეთში, სადაც ორმხრივი თანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმა სომეხ ბიზნეს ქალთა მხარდამჭერ ორგანიზაციასთან.
ასოციაციის წარმომადგენლებმა შეხვედრის დროს მოწვეულ მეწარმეებს გააცნეს ქართელი მეწარმეების ნამუშევრები, განიხილეს სამომავლო თანამშრომლობისა და პოტენციური პარტნიორობის შესაძლებლობები
განსაკუთრებული მადლობა სომხეთის სავაჭრო პალატას შეხვედრის ორგანიზებისა და მხარდაჭერისთვის