მოხარულნი ვართ გაცნობოთ, რომ AWE - Association of Women Entrepreneurs ქალბატონებმა მონაწილეობა მიიღეს Georgian Chamber of Commerce and Industry • სავაჭრო სამრეწველო პალატა და ესტონეთის სავაჭრო პალატის მიერ ორგანიზებულ საქართველო-ესტონეთის ქალ მეწარმეთა ბიზნეს ფორუში, რომელიც გაიმართა 7 ივნისს, სასტუმრო თბილისი მარიოტში. ფორუმზე განხილული იყო ბევრი საინტერესო შესაძლებლობა, რომელიც შექმნილია ქალი მეწარმეების გაძლიერებისთვის.
ფორუმის შემდგომ, AWE - Association of Women Entrepreneurs გუნდი შეხდა ესტონეთის წარმომადგენლებს. შეხვედრაზე განვიხილეთ სამომავლო თანამშრომლობის პერსპექტივები, რაც ორივე მხარისთვის ძალიან საინტერესო აღმოჩნდა.