დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
SMEs ელექტროენულ კომერცია - გამოწვევა და ადაპტაცია
SMEs ელექტროენულ კომერცია - გამოწვევა და ადაპტაცია

SMEs ელექტროენულ კომერცია - გამოწვევა და ადაპტაცია

ბოლო წლების განმავლობაში ელექტრონული კომერციის მკვეთრად სწრაფი ზრდა შეინიშნება, რაც გავლენას ახდენს არა მხოლოდ ადამიანების ყოველდღიურ ცხოვრებაზე, არამედ ქვეყნის ეკონომიკაზეც. სწრაფი ცვლილებების ფონზე, აღსანიშნავია SME ბიზნეს სექტორების როლი გაციფრულების პროცესში, რომლებიც მნიშვნელოვან კონტრიბუციას ქმნიან გლობალური ეკონომიკის ზრდაში. SME წარმოადგენენ ბიზნესების დაახლოებით 90%-ს, ადამიანების 50% კი სწორედ ამ სექტორშია დასაქმებული გლობალურად. SME აგენერირებს მშპ-ს 40% წილს, რაც სავარაუდოა, რომ კიდევ უფრო გაიზრდება, თუ არაფორმალურ  SME-ს გავითვალისწინებთ.

ელექტრონულ კომერციაზე გადასვლის სარგებელი SME-ებისთვის

ელექტრონული კომერციის მზარდი ტენდენცია საუკეთესო შესაძლებლობას ქმნის SME-ს წინსვლასა და განვითარებაში. კომპანიის გაციფრულებით მათ შეეძლებათ გააფართოონ თავიანთი ბიზნესი, აითვისონ ახალი ბაზრები და ნაკლებად იყვნენ დამოკიდებული ქვეყნის ეკონომიკაზე. ელექტრონული კომერცია ბიზნესებს საშუალებას აძლევს იყვნენ ხელმისაწვდომები 24 საათის განმავლობაში, გააუმჯობესონ მომხმარებლებთან კომუნიკაცია,  რაც დამატებით ღირებულებას ქმნის. SME-ს ციფრული ტექნოლოგიების გამოყენებით მარტივად შეუძლიათ შეამცირონ მარკეტინგული დანახარჯები და უფრო სწრაფი და ეფექტური გზით გაავრცელონ ინფორმაცია ბრენდის შესახებ, გაამარტივონ მიწოდების სისტემა და შექმნან უფრო სწრაფი და ეფექტური მომსახურება. ელექტრონულ კომერციაზე გადასვლა არა მხოლოდ დაუზოგავს SME-ს დანახარჯებს, არამედ მისცემს მათ შესაძლებლობას კიდევ უფრო პროდუქტიულები და კონკურენტუნარიანები გახდნენ.

მნიშვნელოვანი გამოწვევები

გამოვყოფ მნიშვნელოვან გამოწვევებს, რის წინაშეც დგებიან მცირე და საშუალო მეწარმეები:

ცალსახაა, რომ ელექტრონული კომერცია მნიშვნელოვან სარგებელს ქმნის  SME-თვის, თუმცა სტატისტიკაზე დაყრდნობით, SME-ს გაციფრულება არც თუ ისე მზარდი ტემპით ხასიათდება. ამ პროცესში ბიზნესები არაერთი გამოწვევის წინაშე დგებიან, რომელიც მათ მზაობას, გააციფრულონ საკუთარი ბიზნესი, ამცირებს. ადამიანების უმრავლესობა ამჯობინებს სტაბილურობას, რაც ხელს უშლით გადადგან ნაბიჯი ცვლილებებისკენ.

  • რესურსების ნაკლებობა

დღევანდელ ციფრულ სამყაროში ყველა სახის ბიზნესის მიზანია არსებობდნენ ონლაინ სივრცეში, თუმცა SME ბიზნეს სექტორი განსხვავდება დიდი კომპანიებისგან ფულადი და სხვა სახის რესურსებით. SME შედარებით ნელი ტემპით მიჰყვება ტექნოლოგიურ განვითარებას, რასაც აქვს თავის მიზეზები. SME-ს ქცევა ძირითადად სტაბილურობისკენაა მიდრეკილი და უჭირთ გარკვეული რისკების გაწევა. ამას აქვს რეალური მიზეზები. მათთვის ღირებულებას აქვს გადამწყვეტი მნიშვნელობა. ბიზნესის გაციფრულებას სჭირდება გარკვეული ინვესტიცია, რისი გაღებაც SME მეწარმეებისთვის უფრო რთულია, ვიდრე შედარებით დიდი ბიზნესებისთვის.

  • ნაკლები რისკის გაწევა

აღსანიშნავია ისიც, რომ SME ნაკლებად მიმართავს საბანკო სესხების მიღებას დიდი ფირმებისგან განსხვავებით. ისინი ცდილობენ შიდა სახსრებით დაფინანსებას, ან მეგობრებისა და ოჯახის წევრებისგან დაფინანსების მიღებას საწარმოს თავდაპირველად მართვისთვის.

გადახდების უსაფრთხოებისა და პერსონალური მონაცემების კონფიდენციალურობის უზრუნველყოფა შეიძლება ჩაითვალოს სერიოზულ გამოწვევად SME ბიზნესებისთვის შეზღუდული შესაძლებლობების გამო. ნდობის დამყარებასთან დაკავშირებული ხარჯები და რისკების შემცირება ბევრად უფრო მნიშვნელოვანია მათთვის, ვიდრე დიდი კომპანიებისთვის, რომელთან უკვე ძლიერი ბრენდი აქვთ ჩამოყალიბებული. მათ, ვისაც მუშაობის გამოცდილება აქვთ ინტერნეტ სივრცეში, ყველაზე დიდ საფრთხედ ვირუსებსა და კიბერშეტევებს მიიჩნევენ, თუმცა SME-ს, რომლებსაც საერთოდ არ აქვთ გამოცდილება ელექტრონულ კომერციაში, თავს ბევრად დაცულად გრძნობენ.

  • ადამიანური რესურსების სიმცირე

აგრეთვე ადამიანური რესურსების სიმცირე მნიშვნელოვან გამოწვევად შეიძლება ჩაითვალოს. კადრების ნაკლებობა იწვევს კომპეტენციების ნაკლებობას გუნდში, რის გამოც მათ არ იციან, როგორ გამოიყენონ ელექტრონული კომერცია ბიზნესის ზრდასა და განვითარებისთვის. ამას ემატება დროის სიმცირეც, ვინაიდან დამწყები და საშუალო ბიზნესები ხშირ შემთხვევაში საკუთარ თავზე იღებენ ბევრ ფუნქცია-მოვალეობას.

დასკვნა

აშკარაა, რომ SME-ები უამრავი გამოწვევის წინაშე დგანან, რომელიც ხელს უშლის ზრდა-განვითარებაში. ხშირად რესურსების ზედმეტად დაზოგვის გამო უარს ამბობენ ისეთ შესაძლებლობებზეც კი, რომელიც მათ დროს დაზოგავს და შემოსავალს გაუზრდის. ეშინიათ თანხის ჩადება ელექტრონულ კომერციაში და ზოგჯერ ტრადიციული მეთოდით გაყიდვასა და სტაბილური შემოსავლის მიღებას ამჯობინებენ.

თუმცა დღევანდელ სწრაფად მზარდ ტექნოლოგიურ გარემოში უმნივნელოვანესია რომ სწრაფად ვიმოქმედოთ, მაქსიმალურად ავუწყოთ ფეხი ტექნოლოგიურ განვითარებას, გავზარდოთ წარმოება, შევამციროთ დანახარჯები, გავხადოთ პროცესები უფრო მეტად ავტომატიზირებული, არ მოვერიდოთ კადრების აყვანას, რაც დღეს ინტერნეტმა კიდევ უფრო გაამარტივა. დღეს ჩვენ შეგვიძლია მარტივად მოვიზიდოთ სასურველი თანამშრომლები და ონლაინ მუშაობაც კი შევთავაზოთ, ან თუნდაც აუთსორსზე დავიქირაოთ კომპანია. 

SME-ებს არ უნდა შეეშინდეთ წარმოების გაზრდსთვის რესურსების გაღება, თუ კი პროდუქტზე მზარდი მოთხოვნა ფიქსირდება. ხშირად ეს ყველაზე დიდ გამოწვევას წარმოადგენს ხოლმე მეწარმეებისთვის, რადგან ეშინიათ, რომ მზარდ მოთხოვნას ვერ გაუმკლავდებიან. თუმცა თუ კი კომპანიამ შეძლო აქამდე მიღწევა, მათ აუცილებლად უნდა იფიქრონ წარმოების გაზრდაზე და ამისთვის მნიშვნელოვანი ცვლილებების განხორციელებაზე.

 

წყაროები:

https://bit.ly/3PTwqdy

https://bit.ly/3t54wBR

https://bit.ly/3wV0DQR

ავტორი: ანა ნადირაძე