მეწარმე ქალთა ასოციაცია AWE არის ნებაყოფილობითი, დამოუკიდებელი, აპოლიტიკური, მიუკერძოებელი და დემოკრატიულ ღირებულებებზე დაფუძნებული, ცალკეული ფიზიკური და იურიდიული პირებისგან შემდგარი საზოგადოებრივი გაერთიანება, რომლის საქმიანობა უკავშირდება საქართველოში და მის საზღვრებს გარეთ მყოფ ქართველ მეწარმე ქალთა მობილიზაციას, რათა ხელი შეუწყოს მათ შორის თანამშრომლობას და მათი შესაძლებლობების ზრდას მდგრადი განვითარების სტრატეგიის დანერგვისა და ამ წესდებით განსაზღვრული მიზნების განხორციელების საქმეში. თავისი საქმიანობის განხორციელებისას ასოციაცია ემიჯნება ყოველგვარ პოლიტიკურ მიზნებს და არ წარმოადგენს რომელიმე პოლიტიკური პარტიის ინტერესებს.
ასოციაცია ხელმძღვანელობს შემდეგი პრინციპებით:
ა). საჯარო ინსტიტუტების, კერძო ბიზნესის და საზოგადოებრივი ორგანიზაციების წარმომადგენლების თანასწორობა;
ბ). თანასწორობა და ურთიერთპატივისცემა წევრებს შორის, მიუხედავად მათი რასის, სქესის, რელიგიური და ეთნიკური კუთვნილებისა, ან პოლიტიკური შეხედულებებისა.
მეწარმე ქალთა ასაოციაციის AWE დაფუძნებულია ბიზნესსა და წარმოებაში ჩართული საქართველოს ქალების სოციალურ ეკონომიკური მდგომარეობის და ფინანსური მდგრადობის ხელშეწყობა გაუმჯობესების მიზნით , მათი ინტეგრაციისთვის ადგილობრივ და საერთაშორისო დონეზე.
ჩვენი მიზანია მეწარმე ქალების გაძლიერება და სამოქმედო არეალის გაფართოება, საერთაშორისო თანამშრომლობის ქსელის შექმნის მიზნით; ქვეყნის და საერთაშორისო მასშტაბით უკვე არსებული ქალთა სამეწარმეო ასოციაციების გამოცდილების ურთიერთგაცვლის ხელშეწყობა. მათი ადვოკატირება, როგორც ადგილობრივ, ისე საერთაშორისო დონეზე;
საქართველოს მეწარმე ქალთა მოტივირება და ჩართულობა რეგიონის სოციალურ-ეკონომიკურ განვითარებაში;
მარტოხელა დედების, ეთნიკური უმცირესობა, პატიმრობაში და პრობაციაში მყოფი, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ქალების მიზნობრივი გადამზადება და ჩართულობა სამეწარმეო საქმიანობაში;
ახალგაზრდა ქალების, განსაკუთრებით რეგიონში მცხოვრები სკოლის მოსწავლეების მიზნობრივი გადამზადება და ჩართულობა სამეწარმეო საქმიანობაში
საერთაშორისო გამოფენებსა და ფესტივალებში მეწარმე ქალების ჩართულობა; მაღალმთიან დასახლებაში მცხოვრები ქალი მეწარმეების ხელშეწყობა;
პროფესიული ცოდნის ამაღლების მიზნით მეწარმე ქალების გადამზადება, საერთაშორისო სტანდარტების მიხედვით;
ასოციაცია ავეს წევრობა და უფლება მოვალეობები:
ასოციაციის წევრი შეიძლება გახდეს ის ქალი მეწარმე იურიდიული ან/და ფიზიკური პირი, რომლის საქმიანობაც შეესაბამება სამეწარმეო საქმიანობას, რომელიც არ არის მოქმედი კანონმდებლობით შეზღუდული იყოს ასოციაციის წევრი, იზიარებს ასოციაციის საქმიანობის ძირითად პრინციპებს, სურს, წვლილი შეიტანონ ასოციაციის მიერ დასახული მიზნების მიღწევაში და აგრეთვე, მისი საქმიანობა, წესდება და პრინციპები შესაბამისობაშია სახელმწიფოს მიერ დადგენილ წესებთან (ასეთის არსებობის შემთხვევაში).
ასევე, ის ფიზიკური და იურიდიული პირი, რომელიც აქტიურად უჭერს მხარს ასოციაციის საქმიანობას, ასოციაციის გამგეობის გადაწყვეტილებით შეიძლება მიღებულ იქნეს ასოციაციის საპატიო წევრად. საპატიო წევრზე არ ვრცელდება ასოციაციის წევრისთვის ამ წესდებით დადგენილი უფლება-მოვალეობები.
ასოციაციის წევრობა ნებაყოფლობითია. ასოციაციის წევრი იხდის წელიწადში ოთხჯერ (კვარტალში ერთხელ) საწევროს, გამგეობის მიერ დადგენილი საფასურის შესაბამისად 25 (ოცდახუთი) ლარს. წლიურად ჯამში 100 (ასი) ლარს.
ასოციაციის წევრობისთვის სავალდებულოა, წევრობის მსურველმა წარმოადგინოს ასოციაციის წევრის და ასოციაციის ასევე გამგეობის წევრის რეკომენდაციები.
ასოციაციის წევრობის მსურველი წერილობითი განცხადებით მიმართავს ასოციაციის გამგეობას. წევრობის შესახებ გადაწყვეტილებას იღებს ასოციაციის გამგეობა (შემდგომში მოხსენიებული როგორც ,,გამგეობა“). წევრობაზე განცხადება განიხილება ასოციაციის გამგეობის მომდევნო, უახლოეს სხდომაზე. ასოციაციის გამგეობის გადაწყვეტილება ასოციაციის წევრად მიღების ან უარყოფის შესახებ საბოლოოა.
ასოციაციის წევრებს ეკრძალებათ ასოციაციის სახელისა და რესურსის გამოყენება წესდებით გათვალისწინებული მიზნებისა და ამოცანების საწინააღმდეგოდ და მის საზიანოდ.
ორგანიზაციის სტრუქტურაა:
ასოციაციიას ყავთ 5 წევრისაგან შემდგარი ბორდი, რომლის მუშაობა გამჭვირვალება ასოციაციის წევრთა საერთო კრებისთვის.
ასოციაციის მართველ სტრუქტუარს წარმოადგენს ასევე:
ა) ასოციაციის პრეზიდენტი.
ბ) ასოციაციის ვიცეპრეზიდენტები.
გ) ასოციაციის საერთო კრება.